პოლიტიკა

ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორზოლიანი გზის აშენება იგეგმება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე იგეგმება დამატებითი ორზოლიანი გზის აშენება. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკვე გამოცხადდა ტენდერი საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად.

“საავტომობილო გზების ინტენსივობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ინტენსივობის არსებული და პერსპექტიული ზრდა. საგზაო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად მოდერნიზებისათვის მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მასზე დაფუძნებული დეტალური პროექტი”, – აცხადებენ სამინისტროში.

2-ზოლიანი გზის მონაკვეთი 31,3 კმ სიგრძისაა, შეკვეთილიდან იწყება და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან სრულდება. ეს გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია