პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე, გრიგორიადისის ადვოკატებმა მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

პროცესის მიმდინარეობისას გრიგორიადისმა სიტყვით ისარგებლა.

“მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა” – განაცხადა გრიგორიადისმა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. პენიტენციური სამსახურმა ბრალდებები უარყო.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...