პოლიტიკა

NDI – საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევის მიხედით, საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ხოლო კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ – 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, 82% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების მსურველთა შორის ჭარბობენ ახალგაზრდა მოქალაქეები და კაცები.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას ფულს რეგულარულად უგზავნის.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს

“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია