პოლიტიკა

მორიგი რუსული პროვოკაცია! – სალომე ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ტვიტერზე გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის დაწესებას მორიგ პროვოკაციად აფასებს. ის ტვიტერზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!” – განაცხადა ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

დღეს, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა. გაუქმდება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და ასევე, საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან რუსეთში უვიზოდ, 90 დღემდე ვადით  ჩასვლის შესაძლებლობაც ექნებათ.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია