პოლიტიკა

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოააშკარავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ.

უზენაეს სასამართლომ დაადასტურა, რომ გამოაშკარავდა მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გახდება ცნობული, თუმცა უკვე გაავრცელეს ფოტო, რომელზედაც დიდი რაოდენობით თანხა ჩანს.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, კნიაზევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ვსევოლოდ კნიაზევი, უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია