პოლიტიკა

პარლამენტში გიორგი ვაშაძის გამოსვლას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას მასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ვაშაძემ როცა ტრიბუნა დატოვა და პლენარულ სხდომათა დარბაზში თავის ადგილს დაუბრუნდა, მის უკან მჯდომმა უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ შეაგინა და უწმაწური სიტყვებით მიმართა, რამაც ფიზიკური გაწევ-გამოწევა გამოიწვია. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვაშაძეს „სამარცხვინო და ნაძირალა ადამიანს“ უწოდებდნენ.

ამ მომენტისთვის პლენარულ სხდომაზე ვითარება განმუხტულია.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია