პოლიტიკა

იმყოფებიან თუ არა ლავროვის ქალიშვილი და სიძე ყვარელში

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილის აღსანიშნად ჩამოვიდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრებმა კახეთში ქორწილი გრანდიოზულად აღნიშნეს.

“დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ინფრომაცია, რომ ნეფე-პატარძლის ხელმოწერის ცერემონია თბილისში შედგა, სუფრა კი კახეთში გაშალეს. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიც.

„სტუმრების უმრავლესობა ვლადიკავკაზით ჩამოვიდა. ისინი გზადაგზა ვიდეოებს იღებდნენ და სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ, თუმცა ლავროვის შვილის ჩამოსვლის გზა უცნობია. დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული საქართველოს უსაფრთხოებასთან, შეუძლებელია, რომ შემოსულიყო“, – ამბობს ელენე ხოშტარია.

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია