პოლიტიკა

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველების მობილიზაციაა

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველების მობილიზაციაა. მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდნენ პოლიტიკოსები და მოქალაქეები, რომლებიც სასტუმროში რუსი ტურისტების ყოფნას აპროტესტებენ.

ტელეკომპანიების, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილი აქვს დაგეგმილი. მისი სიძის ძმა საქორწინო ცერემონიას 70-მდე სტუმართან ერთად გეგმავს. ქართულ მედიაში ასევე ამბობენ, რომ სასტუმროში იმყოფება ევროკავშირის მიერ სანქცირებული სერგეი ლავროვის შვილი და მისი მეუღლე.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია