პოლიტიკა

კოლუმბიის ჯუნგლებში 4 ბავშვი ავია კატასტროფიდან 17 დღეში ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მაისის თვის დასაწყისში მოხდა. მსუბუქმა ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად ძრავის გაუმართაობა დასახელდა. ეკიპაჟმა მაშინვე განაცხადა, რომ ძრავა ფუჭდებოდა. მათზე ძებნა მაშინვე გამოცხადდა, თუმცა თვითმფრინავის ნამსხვრევები ორი კვირის შემდეგ მოახერხეს.

ბორტზე მაშველებმა პილოტის ცხედარი იპოვეს. დანარჩენი ადამიანების ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს. 16 მაისს ახლომდებარე ჯუნგლებში სხვა ზრდასრული ადამიანების ცხედრებიც იპოვეს. ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავში 3 ზრდასრული და 4 ბავშვი იმყოფებოდა. მაშველებმა უფროსები გარდაცვლილები ნახეს, რის შემდეგაც ყველა ფიქრონდა რომ ბავშვები მარტო ვერ გადარჩებოდნენ, მაგრამ სასწაული მოხდა.

ბავშვები ცოცხლები იპოვეს. უფროსი გოგონა 13 წლის, მისი ძმები – 9 წლისა და 4 წლის, ხოლო ყველაზე პატარა გოგონა სულ რაღაც 11 თვის გახლდათ. მათ ორ კვირაზე მეტი იცხოვრეს ჯუნგლებში.

“გუავიარაში ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგული ოთხი ბავშვი ცოცხალი ვიპოვეთ”, – დაწერა კოლუმბიის ლიდერმა გუსტავო პეტრომ სოციალურ ქსელში.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, სამძებრო სამუშაოები, თითქმის, 17 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშველები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ, თავად პრეზიდენტმა და მედიამ დაწერეს, რომ ბავშვები ცოცხლები არიან.

ავიაკატასტროფის შედეგად ბავშვების დედაც დაიღუპა. არასრულწლოვნები კი ძაღლების დახმარებით იპოვეს. მათ თვითმფრინავიდან მოშორებით ბავშვის საკვები და ნივთები აღმოაჩინეს.

16 დღის განმავლობაში ბავშვებს უფროსი და უვლიდა. მან წვიმისგან თავდასაცავად პატარა ქოხიც კი გააკეთა და კონსტრუქცია თმის სამაგრებით შეკრა.

 

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია