პოლიტიკა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები შეძლებენ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატები შესძლებენ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას.

ამ ცვლილებების საფუძველზე, პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება ასევე “ნაციონალური მოძრაობიდან” ახლად გასულ ოთხ დეპუტატსაც.

კანონროექტი პარლამენტის რეგლამენტს შეეხება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია