პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეშფოთებული არიან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ – მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია