პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა – საქართველო ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი, ხავიერ კოლომინა კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. პირველი შეხვედრა, საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილესთან გამართა. თავად მინისტრი კი, ნატო-ს წარმომადგენელს ხვალ მიიღებს.

შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაიმართა. უსაფრთხოების გამოწვევები იყო ძირითადი საუბრის თემა.

ხავიერ კოლომინა პარლამენტსაც ესტუმრა, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება.

ნატო-ს წარმომადგენელმა ოპოზიციის პოზიციებსაც გაეცნო. ქვეყნის საგარეო კურსსა და განვითარების ტემპებზე ისაუბრეს მხარეებმა შეხვედრის დროს. ინფორმაცია დღეს, კოლომინამ საქართველოში აკრედიტებული ელჩებისგანაც მოისმინა.

დღის ბოლოს შემაჯამებელი ბრიფინზე კოლომინამ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ეს ალიანსმა არაერთგზის დაადასტურა.

“საქართველო ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია. ეს აშკარად გაძლიერდა იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მივიღეთ მადრიდში, სადაც დავამტკიცეთ მხარდაჭერის პაკეტი. ჩვენი გადაწყვეტილებით მოხდა ადამიანური და ფინანსური რესურსების ინვესტირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გავზარდოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ასევე პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, რომელიც ძალიან აქტიური იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როცა მინისტრ დარჩიაშვილს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, პრემიერი კი აპრილში შეხვდა გენერალურ მდივანს.
მე საკმაოდ აქტიური ვიყავი უცხოური აგენტების შესახებ კანონის საკითხზე. მივესალმებით, გადაწყვეტილებას ამ კანონის გაუქმების შესახებ. გამოვთქვი შეშფოთება, რეფორმების განხორციელების დონეზეც, კერძოდ , სასამართლო,, საარჩევნო რეფორმის და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენთვის შემაშფოთებელი ასპექტია ასევე დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული რეფორმები.
ჩემს მიერ გადმოცემული მნიშვნელოვანი გზავნილი უკავშირდებოდა უკრაინის მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მას შემდეგ რაც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია