პოლიტიკა

უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელწოდება “გრუზია” უნდა ჩანაცვლდეს სახელით “ Сакартвело”

უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, უკრაინულ ენაზე საქართველოს სახელწოდება აღარ იქნება “გრუზია” და მას – “საქართველო” ეწოდება.

კანონპროექტი რადაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაარეგისტრირეს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ოფიციალური თბილისი უკვე თითქმის 15 წლის განმავლობაში არწმუნებს თავის საერთაშორისო პარტნიორებს უარი თქვან სახელწოდებაზე “გრუზია”, რომელიც რუსიფიცირებულად მიიჩნევა და ქართველები ითხოვენ, რომ ქვეყანას ისტორიული სახელი – საქართველო ეწოდოს.

“გამოვიყენოთ ქვეყნის ისტორიული სახელწოდება “საქართველო” “გრუზიას” ნაცვლად – როგორც ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ მიმოწერაში და ურთიერთობებში, ასევე მასმედიაში. შესაბამისად ერს ეწოდოს “ქართველები” და არა “გრუზინი”. უნდა აღინიშნოს, რომ სახელწოდება “გრუზია” მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის უკრაინაში. ამ ქვეყნების უმეტესობა არის პოსტსაბჭოთა სივრციდან. ამ სახელმწიფოს “გრუზია” უწოდეს რუსეთში, ეს იმპერიული სახელწოდებაა და მისი თარგმანი “ჯორჯია” [Georgia] რუსული თარგმანის შედეგია. რუსული სახელწოდებაზე “გრუზია” უარი თქვეს ლიეტუვამ, ისრაელმა, სამხრეთ კორეამ და იაპონია. მათი უმეტესობა იყენებს ქვეყნის ლათინურ სახელწოდებას “ჯორჯია” [Georgia], თუმცა ლიეტუვა – ერთადერთი ქვეყანაა [ევროკავშირისა და NATO-ს წევრი], რომელიც ქვეყანას 2021 წლიდან ისტორიულ სახელს – “საქართველოს” უწოდებს”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ამ ნაბიჯით უკრაინა უარს განაცხადებს პოსტსაბჭოთა სახელწოდებაზე “გრუზია” და ასევე უფრო მეტად მჭიდრო იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი რადას სახალხო დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია