პოლიტიკა

ანუ, რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, გამოდის რომ ეს ყოფილა მართალი, სწორი თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა. თუმცა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა მას.

„რაც შეეხება ამ ორი ადამიანის ურთიერთობას – ეს მე მგონი, ცალკე განხილვის საგანია. როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე, თუ კიდევ ფიქრობ ასეთი ადამიანის შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. ანუ, რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, გამოდის რომ ეს ყოფილა მართალი, სწორი თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას. ნუ, ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი,“ – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია