ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციამ აქცია გამართა. ინფორმაცია ამის შესახებ “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები “ბინების შესახებ კანონს, აფხაზეთის ჩასახლების, აფხაზური მიწების დარიგების და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის” წინააღმდეგ გამოდიან.
მომიტინგეებს პლაკატები ჰქონდათ ლოზუნგებით – “აფხაზეთი არ იყიდება” და “ენერგეტიკა – ერის საკუთრებაა”.
ე.წ. “სამთავრობო” შენობების გარშემო უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული – დაყენებულია რკინის ზღუდეები, მავთულხლართები და ავტობუსები. ე.წ. “ძალოვანი სტრუქტურების” წარმომადგენლების გარდა “სამთავრობო” შენობებთან აფხაზეთის “მთავრობის” მომხრეებიც იმყოფებიან.