პოლიტიკა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამივე პიროვნება ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.

პარლამენტთან უკვე რამდენიმე დღეა აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინ პოლიციამ გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი მაშინ დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2 ათას ლარიანი გირაო დააკისრა.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია