პოლიტიკა

აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა

აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სეზონის გახსნა „ანბანის კოშკის” მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს.

“წელს პირველად ზაფხულის ფესტივალი ორდღიანია და ტრადიციულზე ადრე, 3 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ნუცა ბუზალაძის შესრულებით გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები Loudspeakers, Monster Lobsters.

წელს აჭარა 4 მილიონზე-ზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად რეგიონი მზადაა.

2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 42 %-ით.

ბათუმი, როგორც საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი, წელს სპორტული, კულტურული, ტურისტული ღონისძიების ცენტრი იქნება. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია