პოლიტიკა

ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვარშანიძე ძალადობის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული.

”ბათუმელებმა” გაავრცელეს ვიდეო, რომელიც “რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა და თვითმხილველმა მიაწოდა. თეიმურაზ ვაშანიძე ვიდეოში მიმტანს ფიზიკურად უსწორდება, კრავს ხელს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილს ხმა. „რეტროს“ თანამშრომლის თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა შემდეგ ქუჩაში გააგრძელა.

შეგახსენებთ, გუშინ, “რეტროს” თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც რესტორნის მეპატრონე ერთ-ერთ მიმტანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია