პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – შეიძლება ასე ითქვას, რომ დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი არის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული.

„სამუშაო ადგილების რაოდენობა პირველ კვარტალში გაიზარდა, 42 ათასით მეტი სამუშაო ადგილი პირველ კვარტალში შეიქმნა და 716 ათასი შეადგინა. რაც პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 2020 წელს პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვქონდა, მაშინ პანდემიის ეფექტი ჯერ კიდევ ასახული არ იყო და მაშინ 31 ათასი იყო, ეს იმ დროს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა. ახლა კი პირველ კვარტალში 42 ათასი მატება გვაქვს დასაქმების მიმართულებით, ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა.

შეიძლება ასე ითქვას, რომ დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა კი არის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული. ასევე, სიღარიბეც არის შემცირებული და ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. შედარებისთვის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმუშევრობის დონე 2010 წელს 27% იყო, ახლა კი 17%-ზეა ჩამოსული. 10 წელიწადში ამხელა პროგრესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია