პოლიტიკა

31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელსაც ყოფილი ცოლის მოგუდვა, შემდეგ კი ხევში გადაგდება ბრალდება, ადვოკატის თქმით ფსიქიკური პრობლემები აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა და მეორე დღეს ხევში გადააგდო.

ადვოკატი, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს. მისი თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაკავებული ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და ასევე, სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.

„ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს“, – განაცხადა ლევან მარსაგიშვილმა.

სამართალდამცავებმა 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს 7 ივნისს წარუდგენენ.

 

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია