პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე თბილისის მერს საკრებულოში იბარებს კითხვებზე საპასუხოდ: რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის დაბარების საკითხი დააყენა.

შარაშიძის თქმით, თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს რუსულ კომპანია „კამაზთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, მერმა კი უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ გაუფორმა მერიამ სანქცირებულ კომპანია „კამაზს” ხელშეკრულება და რატომ აპირებს საქართველოს მოქალაქეების ფულით, 5 მილიონი ლარით, რუსული „კამაზების“ შეძენას?!

„როდესაც თბილისის მერი გამოდის და რიტორიკულ კითხვას სვამს, როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადებაო, მინდა ვუთხრა მას, რომ ასეთი განცხადებების მთელი დასტა არსებობს. ყველას კარგად ახსოვს ეს განცხადებები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა მის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზე ბევრად დამაზიანებელი მისი ქმედებაა, როცა რუსულ სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. კომპანია „კამაზი“ სანქცირებულია არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვეიცარიის, ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და თავად უკრაინის მიერ,“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დამაზიანებელი საკითხია, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიულ ამოცანასთან და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია