პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ, ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ამ ადამიანების სამართლიანი მოთხოვნები. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჭიათურელ მაღაროელებს!

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძე ჭიათურაში მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნებს სრულიად სამართლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა მათი მოგვარება.

„უკვე რამდენიმე დღეა ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის მთავარი მიზეზი ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული სამუშაო პირობებია. ყველამ კარგად იცის, რა მძიმე პირობებში მუშაობენ ჭიათურის მაღაროში ადამიანები, მათ ყოველდღიურად უწევთ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, ამიტომ მათი მოთხოვნები სრულიად სამართლიანია და დაუყოვნებლივ საჭიროებს მოგვარებას.

სამწუხაროდ, არც პარლამენტში, არც ტელევიზიებში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლისგან არ მომისმენია რაიმე განცხადება ამ საკითხზე. მოვუწოდებ, ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ამ ადამიანების სამართლიანი მოთხოვნები. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჭიათურელ მაღაროელებს!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია