პოლიტიკა

გაფიცული მაღაროელები პროტესტის გაგრძელებას დედაქალაქში პარლამენტის შენობის წინ აპირებენ

გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოსვლას და აქციის აქციას პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებს აპირებენ. მათი თქმით, მაღაროელთა ნაწილი თბილისში დღეს გამოემგზავრება.

ორგანიზატორების განცხადებით, 50-მდე მაღაროელი აპირებს საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობა დაიწყოს. მათი შეფასებით, დამამცირებელია განცხადება, ხელფასის 5% გაზრდასთან დაკავშირებით.

“დამამცირებელია კომპანიის განცხადება, ხელფასის მხოლოდ 5%-ით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის რადიკალური ფორმას. ასევე, დღეს გავემგზავრებით დედაქალაქში და იქ გაგრძელდება აქცია”, – განაცხადა აქციის მონაწილე ტარიელ მიქაცაძემ.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელთა პროტესტი უკვე 14 დღეა გრძელდება.  მათგან ათი ადამიანი – შიმშილობს. პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მაღაროები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია