7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, დღეს აღარ გაიმართება. მიზეზად მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არ ყოფნა გახდა. უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა.
მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. „აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას”,- დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუკზე“.