პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი – “ქართული ოცნება“ რომ ძალადობას მიმართავს ოპონენტების მიმართ, ახალი არაა – ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, თითქოს გმირული დაპირისპირება მიდის სისხლიან რეჟიმთან

„ქართული ოცნება“ რომ ძალადობას მიმართავს ოპონენტების მიმართ, ახალი არაა და ასეა დიდი ხანია, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ძალადობის კონკრეტული ეპიზოდები, – “გირჩის” დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა თსუ- ში, ბორჯომში და გორში მომხდარ ინციდენტებს.

მისი აზრით, შექმნილი ვითარება შესაძლოა ოპოზიციასაც აწყობდეს, რადგან „სისხლიან რეჟიმთან დაპირისპირების” სურათი იქმნება.

„ეს არის საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდი, რომელიც შემოდგომიდან დაიწყება და სადაც მთავარი ამბავი იქნება ურთიერთლანძღვა – გინება, “ქართულ ოცნებას” ეს აწყობს, რადგან ლანძღვა – გინებაში მეტი რესურსი გააჩნია, გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, რადგან არავინ ილაპარაკებს ამ ფონზე რაიმე მნიშვნელოვან თემაზე, მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ რაღაც გმირული დაპირისპირება მიდის სისხლიან რეჟიმთან, სინამდვილეში ოპოზიცია განწირული იქნება, რომ დამარცხდეს, თუ “ქართული ოცნების” ამ თამაშს აჰყვება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე გორში, „სმარტთან“ ფიზიკურად იძლადეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხნენ.

 

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია