პოლიტიკა

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა და კომპანია OceanGate-მა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია. პრესკონფერენციაზე რიერადმირალმა ჯონ მოგერმა თქვა, რომ ოკეანის ფსკერზე,  ტიტანიკის ნარჩენებიდან, დაახლოებით, 488 მეტრის მოშორებით წყალქვეშა ხომალდის ხუთი მოზრდილი ნაწილი დააფიქსირეს. კატასტროფა, რომელმაც ტიტანი და მისი მგზავრები შეიწირა, ხომალდს შიგნით მომხდარი აფეთქების შედეგი უნდა ყოფილიყო.

 

GHOSTS OF THE ABYSS, a MIR submersible observing the bow of the Titanic wreck, 2003, (c)Walt Disney/courtesy Everett Collection

რიერადმირალმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. რთულია იმის თქმა, შეძლებს თუ არა სანაპირო დაცვის სამსახური ცხედრების პოვნას და მათ ამოსვენებას, რადგან კატასტროფის ადგილას გარემო პირობები უკიდურესად სახიფათოა.

კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა ნავი, რომელიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემგზავრებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ 5 ადამიანთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. მას შემდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოების პროცესში მაშველებმა ძლიერი ხმაურიც დააფიქსირეს, რომელიც, მოგერის თქმით, შესაძლოა, აფეთქებას მოჰყოლოდა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია