პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი – ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს!

რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება. რუსეთის ჯარს აქვს საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ.

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დამატებითი ანტიტერორისტული ხასიათის ზომები მიიღება მოსკოვში, მოსკოვის ოლქში და სხვა რეგიონებში. ასევე, როგორც პუტინმა აღნიშნა, მიიღება ზომები დონის როსტოვში სიტუაციის დასტაბილურებისთვის, სადაც მისივე თქმით, ვითარება მძიმე რჩება, ფაქტობრივად დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა.

„სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება, ფაქტობრივად, დაბლოკილია მართვის ორგანოების მუშაობა, მაგრამ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა დასტაბილურდეს“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია