გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, მოსკოვიდან ფრენებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თბილისისკენ, ავიაბილეთები სრულად გაყიდულია.
გამოცემის მიხედვით, მოსკოვთან ვაგნერის ძალების მიახლოების ფონზე ბილეთები მოსკოვიდან თბილისის, ასტანას და სტამბულისმიმართულებით პირდაპირ ფრენებზე ხელმისაწვდომი აღარაა.
“ჩვენი კოლეგამ ალექსანდრ ჩერნიშევი დააკვირდა საჰაერო ფრენებზე ბილეთების დინამიკას და აღმოაჩინა, რომ: პირდაპირ დამაკავშირებელი ფრენები მოსკოვიდან თბილისისკენ, ასტანასა და სტამბულისკენ ხელმისაწვდომი აღარაა“ – წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, Flightradar24-ის პლატფორმაზე ასევე შენიშნეს რამდენიმე კერძო ფრენა რუსეთიდან, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მოსკოვს რუსეთის ელიტა ტოვებს.
Google Maps-ზე კი ჩანს, რომ მოსკოვის სამხრეთით M4 მაგისტრალზე გზა ჩაკეტილია – ეს ის გზაა, რომელზეც ვაგნერის სამხედრო კოლონა შენიშნეს.