პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – Go Go ჟენიათი” დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება, პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ნიკა გვარამიამ ეგრევე შეცდომა დაუშვა, რადგან „Go Go ჟენიათი” დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას.“

როგორც კობახიძის თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თანდათანობით იკლებს.

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე თუ 30%-ზე მეტი იყო, ახლა მათ 20%-ზე ნაკლები აქვთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, არც ერთს არ აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, არამხოლოდ შევინარჩუნოთ დღეს არსებული მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საზოგადოების მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული. რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილება შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში. ვნახეთ, რომ გვარამია გამოვიდა ციხიდან, ნეტავ რამდენიმე დღით გვიან გამოსულიყო, ეგრევე შეცდომა დაუშვა Go Go ჟენიათი დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“,- აღნიშნა კობახიძემ.

მან სააკაშვილის განცხადება კავკასიურ გაერთიანებაზე ცარიელ პროვოკაციად შეაფასა.

„როდესაც საუბარია კავკასიურ გაერთიანებაზე, მათ შორის, ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომელიც დღეს არიან რუსეთის ფედერაციული სუბიექტები. საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულზე. ეს არის მორიგი პროვოკაციული განცხადება სააკაშვილის მხრიდან. ეს არის მორიგი „პრიგოჟინისტული“ განცხადება, რაც სააკაშვილმა გააკეთა. კიდევ კარგი ეს ადამიანები, მიხეილ სააკაშვილი, გვარამია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილი და ასე შემდეგ არ არიან ხელისუფლებაში. ქვეყანაში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. გარანტირებულად გეუბნებით, მათ რომ მოეხერხებინათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოგება, 2021 წელს 43% რომ არ გადაგველახა და ასე შემდეგ, თბილისში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენა მათმა „პრიგოჟინისტულმა“ დამოკიდებულებამ იმ დღეს, როდესაც ეს პროცესები ვითარდებოდა რუსეთის ფედერაციაში. კიდევ კარგი ისინი ხელისუფლებაში არ არიან“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია