პოლიტიკა

ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს.

„ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. ხან რას იგონებენ, ხან რას. თავისი “ჟულიკური” სქემებით, როგორც ნამდვილი კრიმინალები, გამოირჩევიან სრული ცრუპენტელობით.

„პრემიერი“ და „იუსტიციის მინისტრი“ საჯაროდ ამბობენ, „როცა უნდა მაშინ შემოვიდნენო” და მერე ყველაფერს აბრალებენ პენიტენციურ დეპარტამენტს.

რატომ არ უშვებენ? – იმიტომ, რომ ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი, არ თქვას, რომ მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ესენი აღწერენ.

ამასთანავე წელავენ დროს, რათა სტრასბურგში დროულად არ მოხდეს ინფორმაცია, როგორც სპეციალურად არ შემოუშვეს მისია მაშინ, როცა დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი წყდებოდა, რათა სასამართლო დაყრდნობოდა პენიტენციური დეპარტამენტის და მათი კონტროლირებადი „ვივამედის” მასალებს“, – წერს სააკაშვილი.

ასევე ნახეთ

განათლების სამინისტო აცხადებს, რომ სიცრუეა სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების მშობლების პირადი მონაცემების შეგროვება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია