პოლიტიკა

ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა აღდგა

ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა განახლდა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები „საქართველოს რკინიგზისგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური.

„ძვირფასო მგზავრებო, ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები „საქართველოს რკინიგზისგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

გუშინ საღამოდან, რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებული იყო. მიზეზად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე ჭებიდან გადმოსული უხვი ნალექი დასახელდა. დაიტბორა ლიანდაგები და ჩამოშალა ნიადაგი. ამის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლები ვერ მოძრაობდა.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია