პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია, ამ უპასუხისმგებლო „ომის პარტიას“ უნდოდა, როგორც ერთხელ გაანადგურა ქვეყანა, ისე გაენადგურებინა მეორედ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოვიდა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავიდანვე ღიად თქვა, რომ არ გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირებას. ოკუპაცია, მოგეხსენებათ, არის გამოწვევა, რომელიც მემკვიდრეობით, ჩვენს ხელისუფლებას დახვდა 2012 წელს. შედარებისთვის, მინდა საზოგადოებას გავახსენო – აგვისტოს ომის შემდეგ არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ არ დაგვიინიცირებია კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად – ვგულისხმობ სანქციებს. ეს ადამიანები [ოპოზიცია] სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების. გახსოვთ, რამხელა კამპანია აწარმოეს. უნდოდათ ომის მიღწევა, „მეორე ფრონტის“ გახსნა და ქვეყნის განადგურება. ამ უპასუხისმგებლო „ომის პარტიას“ უნდოდა, როგორც ერთხელ გაანადგურა ქვეყანა, ისე გაენადგურებინა მეორედ. თავიდანვე საჯაროდ და ღიად ვთქვით, რომ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს. ეს იყო ჩემი და ჩვენი გუნდის წევრების განცხადებები და ამ პოლიტიკას მივყვებით დღემდე. ამ პოლიტიკას დავიცავთ და ვერავინ შეგვაცვლევინებს. ჩვენს ქვეყანას რაც სჭირდება, მხოლოდ იმ პოლიტიკას განვახორციელებთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველების პერიოდში გატარებულ პოლიტიკას რომ გადავხედოთ – ეს არის რეალურად სუვერენული, დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ჩვენი ნაბიჯებით, რეალურად დღითი დღე განვამტკიცებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ. სანქციების დაწესება, რაღაც შეზღუდვების შემოტანა, ვაჭრობის, ეკონომიკის ჩაკეტვა და ა.შ. იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა. უფრო მეტიც, ამას შეიძლება ვუწოდოთ ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის. თუ ვინმე დაზიანდებოდა, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა. ასე თამამად ვეღარ ვისაუბრებდით, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები. 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო 2 წელიწადში. როგორ წარმოგიდგენიათ, სად ვიქნებოდით დღეს, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში? როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ვერ აირიდეს ომი, ეს უბედურება დამართეს ქვეყანას. დიდი განსაცდელი მოუვლინეს ჩვენს ხალხს, დაკარგეს ტერიტორიები“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია