საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
„რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. მათივე თქმით, საპატრიარქოში ეჭვი არსებობს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა წამლავდნენ.
მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმაც“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მეუფე შიო ერთი კვირის წინ მოწამლეს. არსებული ინფორმაციით პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.