პოლიტიკა

ვალერი გობეჯიშვილი ერთადერთია, ვინც ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

ვალერი გობეჯიშვილი, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ის ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სხვა რამეს მოელოდა. მისი ძმა გიორგი გობეჯიშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად პატიმრობაში დატოვა.

„[ელექტრო კაბელის იზოლაცია] არ დაზიანებულა, მუშაობის დროს ნამდვილად არ დაზიანებულა… სულ სხვა რაღაცას ველოდით, მე იმასაც არ ველოდი, რომ აქ ვიქნებოდი, მაგრამ დღესდღეობით ასეა“, – განაცხადა ვალერი გობეჯიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. უფრო კონკრეტულად, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 – წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ვალერი გობეჯიშვილის გათავისუფლების საკითხზე, პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან განამარტა, რომ აღნიშნული პირი იყო შემდუღებელი ხელოსანი, ის ძმასთან [გიორგი გობეჯიშვილი ] ერთად მონაწილეობდა შედუღების სამუშაოებში, მისი როლი ძმასთან შედარებით ნაკლები იყო. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

ასევე ნახეთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პოლიციამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია