პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე.

ნიკ ბერესფორდმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის საპარლამენტო მხარდაჭერის პროექტის ახალ ფაზასთან დაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარე აქტივობები და გეგმები.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ამ მხრივ არსებულ საჭიროებებზე, ასევე პროექტის განხორციელების დროს საპარლამენტო პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტი

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია