პოლიტიკა

Reuters: სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ, ამბობენ უკრაინელი კანონმდებლები

სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ – ამის შესახებ განაცხადა ოთხშაბათს უკრაინული კანონმდებლების ჯგუფმა და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მიიღონ ზომები ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.

ვაშინგტონში საუბრისას, უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ს კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინაში ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

„ისინი (რუსები) ახლა ძალიან ხშირად იყენებენ ქართულ ბანკებს, ქართულ ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ასე შემდეგ. თუ სანქცირებული რუსი პირი ხარ, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად გახსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ მუსაობას“,  – განუცხადა არახამიამ ჟურნალისტებს გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია