პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო შეშფოთება დააფიქსირა, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით კლინიკიდან გამოტანა სცადა.

პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან, ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ სააკაშვილს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას, შეშფოთებას იწვევს და ასევე, მთელ პროცესს სანდოობას უკარგავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება ეთხოვა. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორნაციით, კლინიკა „ვივამედიდან“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. ამის დამადასტურებლად შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია