პოლიტიკა

ათენის ჩრდილო-დასავლეთით გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

ათენის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა სახლები, ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

ხანძრის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის აქტიური კერები რვა კილომეტრზე ვრცელდებოდა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

ხანძრის ჩასაქრობად  250 მეხანძრე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენია მობილიზებული. მათ დასახმარებლად საფრანგეთმა და იტალიამ 18 ივლისს ათენში გაგზავნეს ხანძრის საწინააღმდეგო 4 თვითმფრინავი.

ევროპის ქვეყნებში საბერძნეთის მსგავსად, ერთ კვირაზე მეტია უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. ათენში გაუსაძლისი სიცხის გამო დაკეტეს აკროპოლისიც.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია