პოლიტიკა

The Guardian-ის შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი 81 წლის ექიმზე თუშეთიდან

81 წლის ექიმი თუშეთიდან The Guardian-ის ფოტოობიექტივში მოხვდა - ულამაზესი ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან

81 წლის ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ერ­თა­დერ­თი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ექი­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ონ თუ­შეთ­ში, რო­მე­ლიც შემ­ცი­რე­ბულ თემს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მისი მარჯვენა ხელი თეთ­რი ცხე­ნი, სა­ხე­ლად – ბი­ჭო­ლაა. მისი წყა­ლო­ბით ზაფხულსა და ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე ექი­მი თავის პა­ცი­ენ­ტე­ბამ­დე მი­დის.

აქ ძალიან დიდი თოვ­ლი იცის, ხვე­და­გუ­რი­ძე ასეთ დროს არ­ყის ხის ფიც­რე­ბის­გან სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მოჭ­რილ თხი­ლა­მუ­რებს იყე­ნებს რათა გადაადგილდეს.

გა­მო­ცე­მა The Guardian-მა ექი­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ამსახველი ვრცე­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი მოამზადა 81 წლის ექი­მის  საქმიანობის შესახებ, სადაც თუ­შე­თის სა­უ­ცხოო სი­ლა­მა­ზეც თვალისმომჭრელად არის წარ­მო­ა­ჩენილი.

ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ისეთი წარმატებული ფო­ტოგ­რაფის, Tomer Ifrah-ის, ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა, რო­მელ­საც ძალიან ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მე­ბის­თვის უმუ­შა­ვია, რო­გო­რე­ბიც არის – The New Yorker , Financial Times Weekend Magazine , British Journal of Photography , The Guardian , CNN და Bloomberg Businessweek Magazine და ა.შ.

ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე სო­ფელ ბო­ჭორ­ნა­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის ვე­რან­და­ზე. მის უკან არის მისი თხი­ლა­მუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი თოვ­ლის დროს იყე­ნებს.

იგი მუ­შა­ობს ახა­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ბო­ჭორ­ნა­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სახ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში.

ხვე­და­გუ­რი­ძე პა­ცი­ენ­ტის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ცხე­ნით მი­ე­მარ­თე­ბა. ამ­ჯე­რად პა­ცი­ენ­ტი მწყემ­სია. ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ექი­მი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოვ­ლის დროს.

 

ექი­მი მწყემ­სის სახ­ლში, რო­მელ­საც უტა­რებს პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვებს.

და­ი­სი ზემო ომა­ლოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

სო­ფელ შე­ნა­ქო­ში, დე­კემ­ბრის­თვის უჩ­ვე­უ­ლო რამ­დე­ნი­მე მზი­ა­ნი დღის შემ­დეგ.

ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე კვეთს მდი­ნა­რეს და ომა­ლო­დან სო­ფელ შე­ნა­ქოს­კენ მი­ე­მარ­თე­ბა, რათა რამ­დე­ნი­მე დღით თა­ვი­სი ცხე­ნი, ბი­ჭო­ლა, მე­გო­ბარ­თან და­ტო­ვოს.

დე­კემ­ბერ­ში, ომა­ლო­დან ბო­ჭორ­ნა­ში ფე­ხით მი­მა­ვა­ლი ექი­მი. ომა­ლო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია მედ­პუნ­ქტი, სა­დაც ექი­მი სა­მე­დი­ცი­ნო მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად მი­დის.

სახ­ლი ბო­ჭორ­ნა­ში. ზამ­თრის ყვე­ლა­ზე ცივ დღე­ებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა აქ -30 გრა­დუ­სამ­დე ეცე­მა. ვე­ლუ­რი ცხე­ნე­ბი დი­ლით ადრე ომა­ლო­ში. ზამ­თრის ცივი თვე­ე­ბის დად­გო­მამ­დე ცხო­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბარ­ში ინაც­ვლებს.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია