Reuters ავრცელებს ინფორმაციას ინდოეთის დასავლეთში, მაჰარაშტრას შტატში მომხდარი მეწყერის შესახებ, რომელსაც სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა.
მეწყერი მუმბაიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, ირშალვადის მთაზე მდებარე დასახლებაში ჩამოწვა. რეგიონში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებია.
ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე სულ მცირე 225 ადამიანი იყო, რომელთაგან 80-ზე მეტმა გაქცევა მოახერხა. შესაძლოა ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ადამიანი კვლავ რჩებოდეს.
ეროვნული კატასტროფების მართვის სამსახურის დირექტორმა ატულ კარვალმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.