პოლიტიკა

კახა კალაძე – შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად, ღვარცოფით არის დაფარული

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

მან მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა მოქალაქეს.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა, კოორდინირებულად მუშაობს. საერთო ჯამში 80-მდე ტექნიკაა მობილიზებული. უმძიმესი მდგომარეობაა“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე ნახეთ

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება. თარიღის აღსანიშნად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია