პოლიტიკა

შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, საქმე ორი მუხლით არის აღძრული – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები, ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია“, –განაცხადა მან.

მან მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს დილის მონაცემებით, ნაპოვნია პირადი ნივთები.

ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იქნა ნაპოვნი ვპოულობ პირად ნივთებს, ტანისამოსს და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

ასევე ნახეთ

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნება. თარიღის აღსანიშნად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დილიდან შეიკრიბნენ. ადგილზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია