პოლიტიკა

შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

ასევე იპოვეს კიდევ ერთი ადამიანის სხეულის ფრაგმენტები და ახლა მაშველები ცდილობენ, იპოვონ გარდაცვლილის ცხედრის დანარჩენი ნაწილები.

“მდინარის კალაპოტში ნაპოვნია მდედრობითი სქესის მოქალაქის ცხედარი, ასევე ნაპოვნია ცხედრის ფრაგმენტები და კონკრეტულ კოლაციაზე დამატებითი სამუშაო მიმდინარეობს”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შოვში დამატებით 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია