პოლიტიკა

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, [შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით] „თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“

საქართველოს საპატრიარქო გაემიჯნა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს.

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“.

„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის აღსანიშნავია, რომ დეკანოზმა დავით ისაკაძემ შოვში მომხდარი სტიქია ერთი წლის წინ შოვში ჩატარებულ ფესტივალს დაუკავშირა. მისი თქმით, ფესტივალის 3 დღის განმავლობაში „ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა“.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია