პოლიტიკა

პაპუნა მარგველიძე – შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება – ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.

„ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და 6 პირის საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ასევე ნახეთ

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. წერილის შინაარსს „პრაიმ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია