პოლიტიკა

რომან გოცირიძე – სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი დღესვე უნდა გამოსცეს

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ აქტი დღესვე უნდა გამოსცეს, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკრებას აზრი ჰქონდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იმართება.

გოცირიძის თქმით, აქციას, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა, ქვეყნის წინაშე არსებული ერთი პრობლემის გადაჭრა მაინც უნდა მოჰყვებოდეს და მას შეუძლია გადაჭრას გვარამიასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელზეც ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებდა.

ასევე ნახეთ

განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობას დატოვა

განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობას დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას თავად წულაძე ავრცელებს. „დღეს, პირადი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია