რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილ თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა, “ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
რუსული მედია ასევე წერს, რომ ბორტზე პრიგოჟინის მოადგილე, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. რუსეთის ავიაციის სააგენტო ადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი მგზავრების სიაში პრიგოჟინის გვარიც იყო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.