პოლიტიკა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ცდილობენ ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.

სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

The Guardian-ზე დაყრდნობით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის მეჩეთის მინარეთი დაინგრა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია