პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა უწყებებით იმართება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ დაიწყო ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების სისტემაში თანამდებობის პირების სანქცირება

ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა უწყებებით იმართება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ დაიწყო ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების სისტემაში თანამდებობის პირების სანქცირება – განაცხადა “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა, ქვეყანა იმართება ძალოვანი სტრუქტურებით და ამიტომაც დასანქცირდნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები სასამართლოსა და ძალოვან უწყებაში.

„ჩემი აზრით, ფარცხალაძის დასანქცირება არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მოსამართლეთა დასანქცირებით დაიწყო. მეორე ნაბიჯი იყო ყოფილი გენპროკურორის დასანქცირება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა უწყებებით იმართება ჩვენი ქვეყანა – ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა, იმართება ძალოვანი უწყებებით, ამიტომ დაიწყო ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების სისტემაში თანამდებობის პირების სანქცირება. ვფიქრობ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დასრულებული არაა და სადამდე მიგვიყვანს, არავინ იცის. ამიტომ „ქოცების“ არგუმენტი, რომ „ეს კაცი ჩვენთან არ არის 11 წელია და ჩვენ არ გვეხება ეს ისტორია“, ძალიან მალე გაბათილდება,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია