პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ეროვნული ბანკის შესახებ კობახიძის განცხადება შეაფასა და აღმიშნა, რომ ის გასულია მომსახურების ზონიდან.
ბუჩუკურის აზრით, ამ განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად უარი თქვა კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე.
„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან, როგორც ჩანს. „ოცნება” დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეს ეტყობა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კობახიძეს, რომელიც სრულად არის მომსახურების ზონიდან გასული და უარი თქვა ამ განცხადებით კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე. საბოლოო ჯამში, „ოცნების“ მდგომარეობა ძალიან დამძიმებული და გასაცოდავებულია, ასე ვიტყოდი. როგორც ჩანს, უარესებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.